მეორე სჯულისა 13:4
3. ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.4. არამედ შენ უფალსა ღმერთსა შენსა ხოლო შეუდეგ და მისა გეშინოდენ და მცნებათა მისთა იმარხევდით და ჴმისა მისისაჲ ისმინეთ და მას მხოლოსა შეეყვენით.5. და წინაწარმეტყუელი იგი, გინა ჩუენებისმხილველი იგი სიკუდილით მოკუედინ, რამეთუ საცთურსა იტყოდა, რათამცა გაცთუნა შენ უფლისაგან ღმრთისა შენისა, რომელმან გამოგიყვანა შენ ქვეყანით ეგჳპტით და გიჴსნა შენ სახლისაგან კირთებისაჲსა, რათამცა განგაშორა შენ მან გზისა მისგან, რომელ გამცნო შენ უფალმან ღმერთმან შენმან, რათამცა ხვიდოდე შენ მას და აღიჴოცენ უკეთურებანი იგი თქუენ შორის.
მეორე სჯულისა თავი 13