მეორე სჯულისა 13:2
1. უკუეთუ აღ-ვინმე-დგეს შენ შორის წინაწარმეტყუელი, ანუ ჩუენებისმხილველი,2. და აჩუენოს რაჲმე სასწაული საცთურებისაჲ თქუენ შორის და თქუას: მოვედით და მივიდეთ ჩუენ ღმერთთა უცხოთა, რომელ-იგი თქუენ არა იცოდეთ, თქუას: ვმსახურებდეთ მათ.3. ნუ ისმენთ სიტყუათა მის წინასწარმეტყუელისათა, ნუცა მის ჩუენებისმხილველისათა, რამეთუ გამოცდით გამოგცდის თქუენ უფალი ღმერთი თქუენი, გიყუარდეს თუ თქუენ უფალი ღმერთი თქუენი ყოვლითა გულითა თქუენითა და ყოვლითა გონებითა თქუენითა.
მეორე სჯულისა თავი 13