მეორე სჯულისა 12:29
28. დაიცევ და ისმინენ ესე სიტყუანი, რომელსა-ესე მე გამცნებ შენ, რათა კეთილი გეყოს შენ და შვილთა შენთა შენ თანა, უკუე ჰყო თუ სათნოებაჲ წინაშე უფლისა ღმრთისა შენისა.29. უკუეთუ მოსრნეს უფალმან ღმერთმან შენმან ნათესავნი იგი, რომელსა-იგი მიხუალთ დამკვიდრებად ქუეყანისა მათისა წინაშე პირსა შენსა, დაიმკვიდრნე იგი და დაეშენო ქუეყანასა მათსა.30. იგულე თავი შენი, ნუკუე გამოიძიებდე მიდევნებად მათა შემდგომად მოსრვისა მის მათისა პირისაგან შენსა, ნუუკუე ეძიებდე კერპთა მათთა და სთქუა, ვითარცა-იგი მათ ნათესავთა ყვიან კერპთა მიმართ მათთა, ეგრეცა მე ვყო.
მეორე სჯულისა თავი 12