მეორე სჯულისა 12:10
10. რამეთუ წიაღჰჴდეთ თქუენ იორდანესა და დაეშენნეთ ქუეყანასა მას, რომელ-იგი უფალმან ღმერთმან დაგიმკვიდროს თქვენ და განგისუენოს თქუენ ყოველთაგან მტერთა თქუენთა, რომელნი იყვნეს გარემოჲს თქუენსა და დაეშენნეთ ყუდროებით.11. და იყოს ადგილი იგი, რომელ გამოირჩიოს უფალმან ღმერთმან თქუენმან თავისა თვისისა სახელ-დებად სახელი მისი მას ზედა, მუნ შესწირით ყოველი შესაწირავი, რომელსა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს, მსხუერპლები იგი თქვენი და ძღუენი თქუენი და ათეული თქუენი და პირველი იგი ჴელთა თქუენთა და რჩეულ-რჩეული ძღუენი აღნათქუემთა თქუენთაჲ, რომელ აღუთქუათ უფალსა ღმერთსა თქუენსა.
მეორე სჯულისა თავი 12