მეორე სჯულისა 11:23
22. და იყოს, უკეთუ სმენით ისმინნეთ მცნებანი ესე ჩემნი, რომელთა-ესე მე გამცნებ თქუენ დღეს და ჰყოთ ესე და შეიყუაროთ უფალი ღმერთი თქუენი და ხვიდოდით ყოველთა გზათა მისთა და შეეყვნეთ მას,23. განასხნეს უფალმან ყოველნი წარმართნი პირისაგან თქუენისა და დაიმკჳდრნე შენ ნათესავნი დიდნი და უძლიერესნი შენსა.24. ყოველსავე ადგილსა, რომელსაცა დასდგათ კუალი ფერჴთა თქუენთაჲ, თქუენი იყოს უდაბნოჲთგან დიდით ვიდრე ლიბანედმდე, და მდინარით დიდით ევფრატით და ვიდრე ზღუად დიდადმდე დასავალით კერძო იყავნ საზღვარი თქუენი.
მეორე სჯულისა თავი 11