მეორე სჯულისა 1:6
5. წიაღ იორდანესა ქუეყანასა მოაბისასა იწყო მოსე თხრობად შჯულისა ამის და თქუა:6. უფალი ღმერთი ჩუენი გუეტყოდა ჩუენ ქორებს და თქუა: კმა-იყავნ თქუენდა დგომაჲ მთასა მას.7. მიიქეცით თქუენ, აჰკიდეთ, წარიძრენით და მივედით, და შევედით მთასა მას ამორეველთასა და ყოველთა მათ გარემო მკჳდრთა არაბიელთასა, რომელნი-იგი დამკჳდრებულ არიან ველთა, და მთათა, და ღელეთა და სამხრით კერძო ზღჳსკიდესა მას ქანანელთასა და ყოველსა მას მთისპირსა ლიბანით კერძო ვიდრე მდინარედ დიდადმდე ევფრატად.
მეორე სჯულისა თავი 1