მეორე სჯულისა 1:16
15. და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა.16. და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა.17. და ნუ თუალ-აღებთ სასჯელსა და ნუ მიჰხედავ სიკნინით და სიმდიდრით, ნუ თუალ-ახუამ პირსა კაცისასა, რამეთუ სასჯელი ღმრთისაჲ არს და სიტყუაჲ, რომელ ფიცხელ იყოს და ვერ შესაძლებელ იყოს თქუენდა განგებად, ჩემდა მოაწიეთ და მე განვაგო.
მეორე სჯულისა თავი 1