მეორე სჯულისა 1:15
14. და მომიგეთ მე და მარქუთ: კეთილ არს სიტყუა ეგე, რომელსა მეტყოდე ჩუენ ყოფად ეგე.15. და მოვიყვანენ თქუენგან კაცნი ბრძენნი, გონიერნი და მეცნიერნი და დავადგინენ იგინი წინამძღურად თქუენდა - ათასისთავებად, და ასისთავებად, და ერგასისთავებად, და ათისთავებად და მწიგნობარნი საშჯელისა განმგებელად ნათესავთა თქუენთა.16. და ვამცენ მსაჯულთა თქუენთა მას ჟამსა და ისმინეთ შორის ძმათა და საჯეთ სიმართლით შორის კაცისა და ძმისა მიმართ თჳსისა.
მეორე სჯულისა თავი 1