მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე ნეშტთა 26:4

3. ძე ათექუსმეტისა წლისა მეფე იქმნა ოზია, ერგასისდაორ წელ იერუსალჱმს და სახელი დედისა მისისა იექელია იერუსალჱმით.4. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.5. და ეძიებდა უფალსა დღეთა ზაქარიასთა გულისხმის-მყოფელისათა შიშითა უფლისათა, დღეთა მისთა ეძიებდა უფალსა და წარუმართა მას უფალმან.
მეორე ნეშტთა თავი 26
4. და ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა ყოვლისა მისებრ, ვითარცა ქმნა ამასია, მამამან მისმან.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

„ვიხილე უფალი" — ჰომილია 3
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
1.:

...ტომ მეც წინასწარ, მოკლედ მოგითხრეთ ყველაფერი, რაც მოხდა, რათა, როცა მოისმენთ, როგორ გადმოგცემთ ამას საღმრთო წერილი, ამ ამბებს სიზუსტით მიჰყვეთ. მაგრამ ყურადღებით იყავით. და, ამბობს წერილი, ოზიამ „ქმნა სიწრფოება წინაშე უფლისა“ (). ამ სიტყვებით მას დიდი სათნოება დაუმოწმა. რადგან იგი მხოლოდ სწორ საქმეს კი არ აკეთებდა, არამედ ღმრთის წინაშეც აკეთებდა, არა ადამიანებისთვის საჩვენებლად, როგორც ისინი, რომლებიც იუდეველებს შორის მოწყალების საქმის წინ საყვირს სცემდნენ, მარხვებისას სახეებს იმახინჯებდნენ და ლოცვებს ქუჩაბანდებში აღასრულებდნენ; მათზე უბედური ვინ იქნებოდა, როცა შრომებს კი იტანენ, მაგრამ ყოველგვარ საზღაურს აკლდებიან?

2.

რას აკეთებ, ადამიანო? საქმეთა გამო ერთს უნდა მისცე ანგარიში და მომხდარის მოწმედ სხვას იწვევ? ერთი გყავს მსაჯულად და სხვას აჯენ მაყურებლად? ნუთუ ვერ ხედავ მეეტლეებს? ცხენთა შეჯიბრებებზე, როცა მთელი ქალაქი ზემოთ ზ...

სრულად ნახვა