...ზე უფრო მძიმე სენის, განდევნა, ბოლოს თვით ღმერთმა მოუარა სნეულს. და რას აკეთებს? კეთრს მოუვლენს მის შუბლზე. რადგან, ამბობს, „და იქმნა, როცა მღვდელს დაემუქრა, კეთრი აღმოცენდა მის შუბლზე“ ()6. და ოზია უკვე გამოდიოდა. როგორც სიკვდილით დასასჯელად წაყვანილებს პირზე საბელი აქვთ, გამამტყუნებელი განაჩენის ნიშნად, ასევე ოზიაც შეურაცხყოფის ნიშანს შუბლზე ატარებდა: მას ჯალათები კი არ მიათრევდნენ, არამედ თვით კეთრი, ჯალათთა ნაცვლად, თავზე აწვებოდა და წინ უბიძგებდა.
შევიდა, რათა სამღვდელოება მიეღო, მაგრამ მეფობაც დაკარგა; შევიდა, რომ უფრო პატივდებული გამხდარიყო, და უფრო შებილწული გახდა. რადგან ამის შემდეგ ყოველ კერძო კაცზე უფრო უპატიო იყო, რადგან უწმინდური იყო. აი, ასეთი დიდი ბოროტებაა, როცა კაცი იმ საზღვრებში არ რჩება, რომლებიც ღმერთმა მოგვცა...