...ხოთ, რას ეუბნება მეფეს. შესვლა ხომ შეგვიძლია; და მეფის ხილვა, როცა მას მღვდელი ამხელს, მცირე სარგებელი როდია.
რას ამბობს მღვდელი? იგი ამბობს: „შენ არ გეკუთვნის ყუზიაჰუ, უფლისათვის კმევა“ (). მან მას მეფე არ უწოდა და არც ხელისუფლების სახელით მიმართა, რადგან ოზიამ თავადვე ჩამოიშორა ეს პატივი. ხედავ მღვდლის კადნიერებას? ახლა მისი სიმშვიდეც კარგად შეისწავლე. რადგან, როცა მხილებას ვაპირებთ, მხოლოდ კადნიერება კი არ გვჭირდება, არამედ სიმშვიდეც, და სიმშვიდე უფრო მეტად, ვიდრე კადნიერება. რადგან შემცოდენი ადამიანები არავის ისე არ აქცევენ ზურგს და არავინ ისე არ სძულთ, როგორც ის, ვინც მათ მხილებას აპირებს; და საბაბის მოპოვებაც სურთ, რომ განზე გადახტნენ და დატუქსვას გაექცნენ. ამიტომ საჭიროა მათი შეკავება სიმშვიდითა და ლმობიერებით. რადგან ასეთი კაცი არა მხოლოდ ხმის ამოღებით, არამედ მხოლოდ ხილვითაც მძიმე...