...ესაია 6:1). რადგან სწორედ ეს არის ის, რის გამოც მთელი ისტორია თავიდან ავძარით; ამიტომ ზუსტად დაუკვირდით.
და, ამბობს, „და ვითარცა განძლიერდა, ამაღლდა გული მისი და განიხრწნა და ცოდა უფლისა მიმართ ღმრთისა თჳსისა“ (). როგორი იყო ეს შეცოდება? ამბობს: „შევიდა ტაძრად უფლისა კუმევად საკუმეველისა საკურთხეველსა მას საკუმეველთასა“ (). ჰოი, კადნიერებავ, ჰოი, ურცხვობავ! თვით წმინდა, მიუვალ შიდა სადგომებზე იკადნიერა; წმიდათა წმიდაში შეიჭრა, იმ ადგილას, რომელიც ყველასთვის მიუვალი იყო, გარდა მხოლოდ მღვდელმთავრისა, და ამ ადგილის შებილწვა სცადა. ასეთია სული, როცა ერთხელ თავისი ცხონების სასოებას დაკარგავს: იგი თავის მძვინვარებაში არსად ჩერდება; საკუთარი ცხონების სადავეებს უგუნურ სურვილებს გადასცემს და ყველგან მიექანება. როგორც ძნელად სამართავი ცხენი, რომელმაც პირს ლაგამი მოიშორა და მხედარი ზურგიდან გულაღმა გადმოა...