მეორე მეფეთა 4:3
2. და ორნი კაცნი მთავარნი, ერისთავნი იებოსთესნი, ძისა მის საულისანი: ბანეა და რექაბ, ძენი რემონისნი, ბეროთ ელიოსანი და ძეთა მათგანივე ბენიამენისნი; რამეთუ ბეროთცა შერაცხილ იყო ძეთა მათ თანა ბენიამენისთა.3. რამეთუ განძებულ იყუნეს ბეროთელნი იგი გეთსა, და მუნ მწირობდენ ვიდრე დღეინდელად დღემდე.4. და იონათანისი, ძისა მის საულისი, დაშთომილ იყო ძე ერთი შეხაშმებული ფერჴითა და იყო იგი ხუთისა წლისა, რამეთუ ჟამსა მას, რომელსა მოვიდა მეამბვე იგი საულისა და იონათანისა, ძისა მისისა, ეზრაელით, აღიქუა იგი მაწოვნებელმან, წარიტაცა. და იყო, სივლტოლასა მას მისსა და სწრაფასა დაეცა იგი ფერჴხთა ზედან მის ყრმისათა და აღაკელობა იგი. და სახელი ერქვა მემფიბოსთე.
მეორე მეფეთა თავი 4