მეორე მეფეთა 21:9
8. და მოუხუნა მეფემან ორნი ძენი რეფას, ასულსა აიასსა, რომელნი უშუნა საულს: ერმონი და მემფიბოსთე და ხუთნი ძენი მელქოლისნი, ასულსა საულისსა, რომელნი უშუნა იეზრიელ, ძისა იერზელისა, მოვლათელისა.9. და მისცნა იგინი გაბაონელთა მათ და დაზორნეს იგინი წინაშე უფლისა და მოსწყჳდნეს შჳდნივე იგი ძენი მათნი ასლობისა და ქრთილისა მკის დღეთა.10. და რეფა, ასულმან აიასმან, ხარჭმან საულისამან, მოიღო ძაძა და ნაცარი დაიფინა კლდესა მას ზედა, ვიდრე არა ეწვიმა ღმრთისა მიერ და სცვიდა ძვალთა მათ დაზორვილთა, ვიდრე არა დაირღუეს იგინი მუნვე. და არა შეეხო მათ მფრინველი, არცა მჴეცი.
მეორე მეფეთა თავი 21