მეორე მეფეთა 21:3
2. და მოუწოდა დავით მეფემან გაბაონელთა მათ და ჰრქვა ესე, ხოლო გაბაონელნი არა ძეთაგან ისრაჱლთა იყვნეს, არამედ ნეშტთა მათგან ამორეველთასა და ძენი ისრაჱლისანი ფიცებულ იყუნეს არა მოწყუედად მათდა. ხოლო საულ მოსრვიდა მათ, რამეთუ ეშურებოდა იგი ისრაჱლთასა მას და იუდასასა მათ ფიცსა.3. და ჰრქუა დავით გაბაონელთა: რა გიყო თქუენ, რათა ლხინება-ვყო წყევისა ამისთჳს და თქუენ მაკურთხეთ მე და სამკჳდრებელი ღმრთისა?4. და ჰრქუეს დავითს გაბაონელთა: არა გჳჴმს ჩუენ ოქრო და ვერცხლი, არცარა ძჳრი სახლისა ისრაჱლისა, არამედ საქმე ჩუენი სახლისა მიმართ საულისა არს! და ჰრქუა მათ დავით: რა გინებსთ, რათა გიყონ თქუენ?
მეორე მეფეთა თავი 21