მეორე მეფეთა 2:17
16. და შებმა-უყოფდეს ურთიერთას მოყუასსა თჳსსა, მარცხენითა ჴელითა შეუპყრობდეს თმათა მათთა და მარჯუენითა ჴელითა შთააგდებდეს მახჳლსა გუერდსა მოყუასისასა და მოსწყდებოდეს. და სახელი დაედვა ადგილსა მას "ნაწილი არდაბაგების", რომელ არს გაბაონს.17. და განძლიერდა ღუაწლი ბრძოლისა სიფიცხით მას დღესა შინა, და ძლევასა მიეცა აბინერ და მეოტ-იქმნა ერი იგი მისი წინაშე მონათა მათ დავითისთა.18. და იყუნეს მუნ სამნი ძენი შარუელისნი: იოაბ და აბესა და ასაელ. ხოლო ასაელ მალე იყო მუჴლითა, ვითარცა ქურციკი ველისა.
მეორე მეფეთა თავი 2