მეორე მეფეთა 19:5
4. და მოედრიკა თავი მეფესა და ჴმითა დიდითა ტიროდა და იტყოდა: შვილო ჩემო აბესალომ, აბესალომ, ძეო ჩემო.5. და შევიდა იოაბ წინაშე მეფისა და ჰრქუა: რასათჳს სირცხჳლეულ-ჰყავ ერი შენი და მონანი შენნი, რომელთა გიჴსნეს შენ და ძენი და ასულნი შენნი, ცოლნი და ხარჭნი შენნი?6. და ეგრე გამოაჩინებ ერსა ამას, ვითარცა ჰყვარობდეს მტერთა შენთა და სძულობდეს მოყუარეთა შენთა? და ეგრე გამოაჩინებ დღეს, ვითარცა არა გესხნეს შენ მთავარნი, არცა მონანი? ხოლო ესე უწყოდე დღეს, თუმცა აბესალომ ცოცხალ იყო, ჩუენ ყოველნიმცა მომკუდარ ვიყვენით შენს წინაშე, რამეთუ იგი სათნო-გიჩნდა.
მეორე მეფეთა თავი 19