მეორე მეფეთა 19:40
39. და ერი იგი ყოველი წიაღმოკრფა იორდანესა და მეფე დგა კიდესა მდინარისასა და ამბორს-უყო მეფემან ბერეზელის. და აკურთხა იგი მეფემან და წარვიდა ბერეზელი სახიდ თჳსად.40. და მოვიდა მეფე გალგალად და აქინამცა მის თანა, და ერი იგი იუდასი და ზოგი ერისა მის ისრაჱლისა.41. და მოკრბა ყოველი ერი ისრაჱლისა მეფისა და ჰრქუეს მას: რა არს ესე, რამეთუ პარვით რეცა მოგიპარეს შენ ძმათა ჩუენთა, კაცთა მაგათ იუდასთა, და წიაღმოგიყვანეს ერითურთ იორდანესა?
მეორე მეფეთა თავი 19