მეორე მეფეთა 19:13
12. ჰრქუა დავით ტომთა იუდასთა: არა ძვალნი ჩემნი და ჴორცნი ჩემნი თქუენ ხართა? რასათჳს უკუნსდეგით მეფისა მის?13. და ამესას ესრე არქვით: არა ძვალნი და ჴორცნი ჩემნი ხართ? ესე რამე მიყავნ მე ღმერთმან და ესე დამირთენ, არა თუ ერისთავ-გყო შენ ერსა ჩემსა ზედა იოაბის წილ ყოველთა დღეთა ცხორებისა შენისათა!14. და მოაქცია ამესა ყოველი კაცი იუდასი მორჩილებად, ვითარცა ერთგული. და მოავლინეს მეფისა და ჰრქუეს: მოიქცა შენდა ყოველნი მონანი შენნი!
მეორე მეფეთა თავი 19