მეორე მეფეთა 15:21
20. ხოლო დღეს არა გიტევებ მოსლვად ჩუენ თანა და მე წარვალ, სადაცა მიმავალ ვარ, და შენ მიიქეც და შეაქციენ ძმანიცა შენნი შენ თანა. და გიყოსთ უფალმან ღმერთმან წყალობა და ჭეშმარიტება მისი შენ თანა!21. მიუგო ეთთი მეფესა და ჰრქუა: ცხოველ არს უფალი! და ცხოველ არს სული შენი, უფალო ჩემო მეფე! რამეთუ ვიდრეცა უფალი ჩემი მეფე მიხჳდე, გინა თუ სიკუდილით, გინა თუ ცხორებად მივიდე მეცა, მონა შენი!22. მაშინ ჰრქუა დავით მეფემან ეთთის: წარმოვედ ჩემ თანა! და წავიდა ეთთი გეთელი.
მეორე მეფეთა თავი 15