მეორე მეფეთა 14:15
14. რამეთუ მოკუდა ძე იგი შენი და, ვითარცა წყალი რა დაითხიის ქუეყანასა ზედა, ვერღარა შეკრბის, და არცაღა მიაქციოს თავადმან სული მისი. და აწ იზრახა მეფემან განშორებად განშორებულისა მისთჳს.15. და აწ რომლისათჳს მოვსულ ვარ სიტყუად მეფისა უფლისა ჩემისა, მიხილონ მე ერმან ამან და მრქვან მჴევალსა შენსა, ვითარმედ: იტყოდეს მჴევალი შენი წინაშე უფლისა ჩემისა მეფისა, რათა ყოს მეფემან სიტყუაჲ მჴევლისა თჳსისა.16. რათა ისმინოს მეფემან და იჴსნეს მჴევალი თჳსი კაცთა მათგან, რომელნი ეძიებდეს ძესა ჩემსა მოკლვად ერთბამად სამკჳდრებელისა მისგან უფლისა.
მეორე მეფეთა თავი 14