მეორე მეფეთა 12:19
18. ხოლო მეშჳდისა დღისა შემდგომად მოკუდა ყრმა იგი. და ეშინოდა მონათა დავითისთა თხრობად სიკუდილი მისი და ზრახვიდეს, ვითარმედ: ვიდრე ცოცხალ იყო, არა გუერჩდა აღდგომად ქუეყანით, და აწ ვითარ ვიკადროთ თქუმად სიკუდილი ყრმისა მის? ნუუკუე შეჰრჩეს გულსა ბოროტი ჩუენთჳს!19. და იხილა დავით, რამეთუ ჩურჩნდეს ურთიერთას და გულისხმა-ყო, ვითარმედ მოკუდა ყრმა იგი, და ჰრქუა მათ დავით: მოკუდა ყრმაჲ იგი? და მათ ჰრქუეს: მოკუდა!20. და აღდგა დავით ქუეყანისაგან და იცხო და შეიმკო, და შევიდა ტაძარსა მას ღმრთისასა და თაყუანი-სცა უფალსა და შევიდა სახლად თჳსსა და დაჯდა, ჭამა და სუა და იხარებდა.
მეორე მეფეთა თავი 12