მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

მეორე მეფეთა 11:12

11. მიუგო ურიამ და ჰრქუა: კიდობანი იგი სჯულისა უფლისა და ყოველი ერი ისრაჱლი და იუდასი დგანან გარე კარავთა. და იოაბ, უფალი იგი ჩემი, დგას წინაშე განწყობილსა და მე ვითარ შევიდე სახიდ ჩემდა ჭამად და სმად და განცხრომად ცოლისა ჩემისა თანა? მზესა შენსა ვფუცავ და სიყუარულსა თავისა შენისასა, რამეთუ არა ვყო საქმე ეგე!12. და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა.13. და ხვალისაგან შეუწოდა დავით ურიასა და პურის ირთო, ჭამა და სვა წინაშე მეფისა, იხარებდა და დაითრო. ვითარცა დამწუხრდა, მივიდა ბჭეთა მის ტაძრისათა მსახურთა თანა უფლისა თჳსისათა, სახედ მისა არა მივიდა.
მეორე მეფეთა თავი 11
12. და ჰრქუა დავით ურიას: დადეგ დღესა აქა და ხვალე წარგავლინო შენ. და დადგა ურია დღესა მას იერუსალჱმსა.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

დამოწმებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის