მეორე მეფეთა 10:16
15. და იხილნეს რაჲ ასურნი უძლურად წინაშე ძეთა ისრაჱლისათა, შეკრბეს ყოველი ერთბამად.16. და მიავლინა ადრაზარ და შეკრიბნა ასურასტანელნი იგი, რომელ იყო წიაღ მდინარესა ქალამას, და მოვიდეს და მოიწინეს ელამს და სუბად, ერისთავი იგი ადაზარისი, წინამძღურად მათდა.17. და ვითარცა ესმა დავითს, უბრძანა შეკრებაჲ ყოვლისა ერისა ისრაჱლისა. და წიაღჴდეს იორდანეს მდინარესა და მოვიდეს ქალამად და განეწყო ასური იგი წინაშე პირსა დავითისასა და ბრძოლა-უყვეს.
მეორე მეფეთა თავი 10