მეორე მეფეთა 1:22
21. მთანი გელბუესნი! ნუ მოვალნ თქუენ ზედა ცვარი ცისკრისა, ნუცა გარდამოვალნ წჳმა მშჳდობისა ღრუბელთაგან მაღალთა, მთანი ეგე სიკუდილისანი, რამეთუ მათ ზედა დაეცნეს შესავედრებელნი იგი ძლიერთანი შესავედრებელსა მას საულისსა, რამეთუ არა ეცხო საცხებელითა!22. არამედ ეცხო მას სისხლი ბრძოლისა და ცმელი ახოვანთა, ისარნი იგი იონათანისნი არა უკმოქცეულ იყუნეს ცუდად და მახჳლი იგი საულისი არა მოქცეულ იყო ცუდად ცალიერი ქარქაშადვე თჳსა!23. საულ და იონათან, საყუარელნი, შუენიერნი და საჩინონი, რომელნი აქა არა განშორებულ იყუნეს ურთიერთას ცხორებასა და არცა სიკუდილსა განიშორნეს, უმაღლესნი ორბთანი და უძლიერესნი ლომთანი.
მეორე მეფეთა თავი 1