ლევიტელთა 9:18
17. და ყო იგი ეგრევე, ვითარცა ჯერ-არნ. და მოართუეს შესაწირავი და აღივსნეს ჴელნი მისგან და დააგო საკურთხეველსა მას ზედა თჳნიერ მსხუერპლისა მის განთიადისა.18. და დაკლა ჴბოჲ იგი და ვერძი შესაწირავისაჲ ცხორებისათჳს ერისა. და მოართუეს ძეთა აჰრონისთა სისხლი იგი მათი მამასა მათსა.19. და ცმელი იგი ჴბოჲსა მისგან და ვერძისა მისგან, მუცელი და ცმელი იგი გარდაბურვილი ქუსეტსა და ყოველი ცმელი ნაწლევთაჲ და ორნი თირკუმელნი, და ცმელი იგი მათ ზედა და ძირი იგი ღჳძლისაჲ.
ლევიტელთა თავი 9