ლევიტელთა 6:20
19. და ეტყოდა უფალი მოსეს და ჰრქუა:20. ესე არს შესაწირავი აჰრონისი და ძეთა მისთაჲ, რომელი შეწირონ ღმრთისა დღესა მას, რომელსა ვცხო მათ: მეათე სათველისაჲ სამინდოჲ - მსხუერპლად სამარადისოდ, ზოგი მისი განთიად და ზოგი მისი მწუხრი.21. ტაპაკსა ზედა ზეთითა შესვარული შექმნეს იგი, შეწიროს იგი გულარძნილი მსხუერპლი განატეხთაჲ შესაწირავი სულად სულნელად ღმრთისა.
ლევიტელთა თავი 6