ლევიტელთა 4:25
24. და დასდვას ჴელი მისი თავსა ზედა მის ვაცისასა, და დაკლან იგი ადგილსა მას წინაშე ღმრთისა, სადაცა დაკლნიან ყოვლად დასაწუველნი იგი, რამეთუ ცოდვისაჲ არს.25. და სცხოს მღდელმან მან სისხლისა მისგან ცოდვისაჲსა თითითა მისითა რქათა მათ საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა და ყოველი სისხლი მისი დასთხიოს კედელსა მას თანა საკურთხეველისა ყოვლად დასაწუველთაჲსა.26. და ყოველი ცმელი მისი შეწიროს საკურთხეველსა ზედა, ვითარცა ცმელი იგი საკლველისაჲ მის ცხორებისაჲ და ლხინება-ყოს მისთჳს მღდელმან მან ცოდვისაგან მისისა, და მიეტეოს მას.
ლევიტელთა თავი 4