მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ლევიტელთა 26:12

11. და აღუმართო კარავი ჩემი თქუენ შორის და არა მოგიძაგნეს თქუენ სულმან ჩემმან.12. და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.13. მე ვარ ღმერთი, რომელმან გამოგიყვანენ თქუენ ქუეყანით ეგჳპტით, რამეთუ იყვენით თქვენ მონა და განვხეთქენ საკრველნი უღლისა თქუენისანი და მოგიყვანენ თქუენ განცხადებულად.
ლევიტელთა თავი 26
12. და ვიქცეოდი მე თქუენ შორის, და ვიყო მე თქუენდა ღმერთ და თქუენ იყუნეთ ჩემდა ერად.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თავი ვ̂. სწავლაჲ სიყუარულისათჳს ერთობითისა და განყოფისათჳს მადლთაჲსა, რომელნი-იგი ზოგადისავე სარგებელისათჳს განყოფილ არიან
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის (4,6).:

...ნი, რამეთუ უწყით მისი ყოველთა ზედაობაჲ, ესრეთ, რამეთუ ყოველივე მას დაუბადებიეს, და ყოველთა მიერობაჲ, რამეთუ ყოველთა მიერ აღიარების არა ხოლო შემოქმედად, არამედ წინა-განმგებელადცა, მპყრობელად და მმართებელად ყოველთა; ხოლო ჩუენ ყოველთა შორისობაჲ, — რამეთუ აღუთქუა მას, ვითარმედ: "დავემკჳდრო და ვიქცეოდი მათ თანა" ().

მოციქულისაჲ: ხოლო თითოეულსა კაცად-კაცადსა ჩუენსა მოცემულ არს მადლი საზომისაებრ ნიჭისა ქრისტესისა (4,7).

თარგმანი: იხილე, ვითარ რომელი-იგი საჭირო არს, იგი ყოველთადა საზოგადოდ მოუცემიეს: გამოჴსნაჲ ცოდვათაგან და სიმდიდრე სარწმუნოებისაჲ, მადლი შვილებისაჲ და ერთობაჲ ნათლისღებისაჲ, სასოებასა თანა საუკუნეთა კეთილთასა; ხოლო განყოფაჲ მადლთაჲ — თითოეულისა ძალისა შემსგავსებული, რომელი რომლისადა უმჯობეს არს, და რაოდენსა დაიტევს თითოეული. ვინაჲცა, ამისთჳს ნიჭ უწოდს განყოფასა მადლთასა, რაჲთა, რომელი მიგეღოს მისგან, მისთჳს ჰმადლობდე, რამეთუ ნიჭებით და არა მოსაგებელად რაჲსამე მოუცემიეს. ხოლო რომელი არა მიგეღოს, მისთჳს არა ეშურებოდი მოყუასსა, რამეთუ არა შენი მიუხუეჭიეს, არამედ ქრისტესგან მიუღებიეს, რომელმან-იგი იცოდა, თუ რაჲ უმჯობეს არს შენდა, ანუ რაჲ — მისდა, და თითოეულსა უმჯობესი მოგცა და რაოდენსა დაიტევს ძალი თითოეულისაჲ.

მოციქული...

სრულად ნახვა
თავი ა̂. რაჲთა არა განიწვალებოდინ ურთიერთას დიდების მოყუარებისაგან და კაცობრივისა სიბრძნისა, რომელსა შინა იტყჳს საღმრთოჲსა სიბრძნისათჳს და საღმრთოთა მსახურთათჳს, და არა-განკითხვისათჳს მოძღუართაჲსა, და რაჲთა არა ვიყვნეთ განლაღებულ და ზუავ
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რამეთუ ვინ ცნა გონებაჲ უფლისაჲ, რაჲთამცა აზრახა მას? ხოლო ჩუენ გონებაჲ ქრისტესი გუაქუს (2,16).:

...იერ მოგუეცემის. და მის მიერ უწყით ჩუენ ყოველივე სიღრმე საიდუმლოთაჲ.

ჳკუმენისი: ნუუკუე და მამასა უწოდს გონებად ქრისტესსა, რომელი-იგი, ვითარცა გონებისაგან სიტყუაჲ, ეგრეთ შობილ არს მამისაგან. ხოლო ჩუენ შორის ყოფაჲ მამისაჲ ითქუმის სიტყჳთა მით საწინაჲსწარმეტყუელოჲთა, ვითარმედ: "დავემკჳდრო მათ შორის და ვიქცეოდი" (), რამეთუ მარადის ჩუეულ არიან წერილნი გონებად წოდებად მამისა, ვითარ-იგი იტყჳს ღმრთისმეტყუელი გრიგოლი: "გონებითა, სიტყჳთა და სულითა, ერთითა მით ბუნებითა და ღმრთეებითა". და კუალად იტყჳს: "პირველად მოიგონნა ანგელოზებრნი იგი და ზეცისა ძალნი, და მოგონებაჲ იგი საქმე იყო, სიტყჳთა აღსრულებული და სულითა სრულ-ქმნული".

მოციქულისაჲ: და მე, ძმანო, ვერ უძლე სიტყუად თქუენდა, ვითარცა სულიერთა, არამედ ვითარცა ჴორციელთა (3,1).

თარგმანი: დაამდაბლა რაჲ ზუაობაჲ გარეშეთა მათ ბრძენთაჲ, აწ დაამდაბლებს სარწმუნოებასაცა შინა აღზუავებულთა მათ და ეტყჳს, ვითარმედ: ვერცაღა მათ ძალ-უც სმენაჲ რაჲსმე სრულისაჲ. ხოლო კეთილად დაჰრთავს, ვითარმედ: "ვერ უძლე", რაჲთა არავინ დასწამოს, ვითარმედ შურდა.

გარნა საძიებელ არს, თუ ვითარღა ჯერეთ ჴორციელ იყვნეს, რომელნი-იგი ჰყოფდეს ნიშებსა და სასწაულებსა. ვიტყჳ უკუე ვითარმედ, ვინაჲთგან

სრულად ნახვა