ლევიტელთა 16:15
14. და მოიღოს სისხლისა მისგან ჴბოჲსა თითითა მისითა და აპკუროს სალხინებელსა მას მზისაღმოსავალით კერძო, წინაშე სალხინებელსა მას აპკუროს სისხლისა მისგანი შჳდგზის თითითა მისითა.15. და დაკლას ვაცი იგი ცოდვისაჲ წინაშე ღმრთისა ერისა მისთჳს და შეიღოს სისხლისა მისგანი შინაგან კრეტსაბმელსა მას და ყოს სისხლი იგი მისი, ვითარცა ყო სისხლი იგი ჴბოჲსა მის და აპკუროს სისხლი მისი სალხინებელსა მას წინაშე პირსა სალხინებელისასა.16. და ლხინება-ყოს წმიდათათჳს არაწმიდებათათჳს ძეთა ისრაჱლისათა და სიცრუეთაგან მათთა და ყოველთათჳს ცოდვათა მათთა და ესრეთ უყოს კარავსა მას საწამებელისასა შჱნებულსა მას შორის შინაგან კარავსა მას საწამებელისასა არაწმიდებისაგან მათისა.
ლევიტელთა თავი 16