ლევიტელთა 10:14
13. და შეჭამეთ უცომოჲ იგი წინაშე საკურთხეველსა, რამეთუ წმიდაჲ წმიდათაჲ არს და ჭამდით მას ადგილსა წმიდასა, რამეთუ შჯულად შენდა ეგე არს და შჯულად ძეთა შენთა ესე წმიდათაგან ნაყოფთა ღმრთისათა, რამეთუ ესრეთ ბრძანებულ არს ჩემდა.14. და მკერდსა მას განჩემებულსა და მჴარსა მას შესაწირავსა ჭამდით ადგილსა წმიდასა შენ, და ძენი შენნი და სახლეულნი შენნი შენ თანა, რამეთუ შჯულად შენდა და შჯულად ძეთა შენთა მოგეცა შესაწირავთაგან ცხორებისათა ძეთაგან ისრაჱლისათა.15. მჴარი იგი შესაწირავისაჲ და მკერდი იგი განჩემებისაჲ ნაყოფთა თანა ცმელთასა შეწიროდიან, განჩემებად განჩინებული იგი წინაშე ღმრთისა. და იყოს შენდა და ძეთა შენთა შენ თანა შჯულად საუკუნედ, ვითარცა უბრძანა ღმერთმან მოსეს.
ლევიტელთა თავი 10