მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 4:6

5. სიბრძნით იქცეოდეთ გარეშეთა მათ მიმართ, ჟამთა გამოიფრდიდით.6. სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.7. ჩემთჳს ყოველივე გაუწყოს თქუენ ტჳქიკოს, საყუარელმან ძმამან და სარწმუნომან მსახურმან და თანა-მონამან ჩუენმან უფლისა მიერ,
კოლასელთა მიმართ თავი 4
6. სიტყუაჲ თქუენი მარადის მადლითა ვითარცა მარილითა შეზავებულ იყავნ, რაჲთა უწყოდით, ვითარ-იგი შეჰგავს თქუენდა თჳთოეულისა სიტყჳს-მიგებაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

თარგმანებაჲ მათეს სახარებისაჲ თავი კგ
წმინდა იოანე ოქროპირი
ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ნუ მისცემთ სიწმიდესა ძაღლთა, ნუცა დაუგებთ მარგალიტსა თქუენსა წინაშე ღორთა, ნუუკუე დათრგუნონ იგი ფერჴითა მა-თითა და მოიქცენ და განგხეთქნენ თქუენ“ (7,6).:

...იგი კათაკუმეველთაჲ და მერმე დაკრძალვასა კართასა ქადაგებს, და ესრეთ აღესრულების საიდუმლოჲ იგი დიდებული.

ამისვე ჯერისათჳს მაშინ უფალი იგავით ეტყოდა ჰურიათა, რამეთუ სმენით ესმოდა და არა გულისჴმა-ჰყოფდეს, და ხედვით ხედვიდეს და ვერ იხილეს; და პავლე იტყჳს: „რაჲთა იცოდიო, ვითარ ჯერ-არს კაცად-კაცადისა სიტყჳს-გებაჲ“. ესრეთ უკუე განაწესა რაჲ ესეცა მცნებაჲ მეუფემან ჩუენმან და მაცხოვარმან, მერმე ღაღატ-ყო და თქუა მოძღუარმან მან სახიერმან:

ს ა ხ ა რ ე ბ ა ჲ: „ითხოვდით, და მოგეცეს თქუენ; ეძიებდით და ჰპოოთ; ირეკდით, და განგეღოს თქუენ. რამეთუ ყოველი რომელი ითხოვ-დეს, მოიღოს; და რომელი ეძიებდეს, პოოს; და რომელი ირეკდეს, განე-ღოს“ (7,7-8).

თ ა რ გ მ ა ნ ი: ვინაჲთგან მაღალნი და საკჳრველნი მცნებანი ამცნნა და უბრძანა ყოველთა ვნებათა უზეშთაეს ყოფად და მახლობელად ცათა აღიყვანნა და განუწესა არა ანგელოზთა და მთავარანგელოზთა, არამედ თავადისა ყოველთა მეუფისა მსგავს-ყოფად, ხოლო მოწაფეთათჳს არა კმა-ყო, რაჲთა მათ ოდენ თავით თჳსით წარჰმართონ ესე ყოველი, არამედ სხუა-თაცა სწავლად უბრძანა და რაჲთა განარჩევდენ ბოროტთა და კეთილთა და გულისჴმა-ჰყოფდენ, თუ ვინ არიან ცხოვარნი, ანუ ვინ არიან ძაღლნი და ღორნი (ხოლო ესე საქმენი არა ადვილ იყვნეს გულისჴმის-საყოფელად, რამეთ...

სრულად ნახვა