თარგმანი: მხოლოდ ქებისათჳს ოდენ ეტყჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს, ოდესმე მათ შინა ცხორებასა; რამეთუ ესე ამიერ ცხად არს, ვითარმედ: არათუმცა ჯერეთ მათვე შინა ყოფილ იყვნეს, არამცა საჴმარ ქმნილ იყო თქუმად, ვითარმედ: "განიშორეთ", რამეთუ მის თანა მყოფსა ოდენ და არა განშორებულსაცა რასმე უჴმდის ვისმე განშორებაჲ აწ უკუე, ამათ ვნებათა განშორებასა შინა საძიებელ არს, თუ რაჲ არს უშუერებაჲ სიტყჳსაჲ; გინათუ ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ბილწმეტყუელებაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ უძნავს შებილწებაჲ ენისა, დიდებისმეტყუელებისათჳს ღმრთისა დამბადებელისა, აღმოთქუმითა ბილწთა არაწმიდებისა სიტყუათაჲთა.
კოლასელთა მიმართ 3:9
...1. ქმნილება: როგორც ამბობს, „რაჲ-იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული“ (). ადამიანი: როგორც ამბობს, „განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი“ () და „შეიმოსეთ ახალი იგი განახლებული მეცნიერებაჲ მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა“ (). ამრიგად, ახალი ცხოვრების გამო და ყოველივე დანარჩენის გამოც აღთქმას ახალი ეწოდება, და წინასწარმეტყველი ახლა მოგვიწოდებს, ამ აღთქმის ახალი საგალობელი ვიგალობოთ. ისტორიული აზრით კი ეს არის ნათელი და სახელოვანი საგალობელი, რომელსაც გამარჯვებებზე, წარმატებებსა და ძლევის ნიშნებზე უნდა გალობდნენ. „მისი დიდება წმიდათა კრებულში“ ().
ხედავ, როგორ ეძებს სიტყვებამდე ცხოვრებითა და საქმეებით აღვლენილ მადლიერებას და როგორ შეჰყავს ასეთი ადამიანები მგალობელთა გუნდში?...
...ხვა და სხვა გულით ლაპარაკობს“.
ორ ბოროტებას ამბობს აქ: ერთს, რომ ამაო სიტყვები თქვეს, და მეორეს — რომ ამას მოყვასის მიმართ ამბობდნენ; ან სიცრუეს უწოდებს ამაოს, ან ზედმეტსა და უსარგებლოს. მსგავსს ამბობს პავლეც: „ნუ უტყუით ერთი-ერთსა,“ (). და, რაც უფრო მძიმეა, ყველა გახრწნილი იყო. ამიტომაც არ თქვა: „ესა და ეს კაცი, და ესა და ეს“, არამედ: „თითოეული“. რადგან ბოროტება უბრალოდ ზედაპირული კი არ იყო, არამედ სიღრმიდან, გულიდან მოდიოდა. „გულსა შინა და გულსა შინა“ () — ეს სხვა მთარგმნელმა თქვა: „სხვა და სხვა გულით“, რითაც ასწავლის, რომ მათ გულში დიდი ორგულობა იყო. ეს ყველა მტერზე უფრო მწარეა. რადგან აშკარა მტრები ცხადნი არიან და ამიტომ მათგან თავის დაცვა ადვილია; ხოლო ესენი, სხვა ნიღაბს რომ იფარებენ და სინამდვილეში სხვანი არიან, მათთვის, ვის წინააღმდეგაც მზაკვრობას აწყობენ, ძნელი გამოსაცნობნი ხდებიან...
...უა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ** (21,5). ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა ().
ხელახლა დაბადება - ეს განუწყვეტელი განახლება, წინსვლითი, პროგრესული მოძრაობაა, მადლითა და მეცნიერებით ადამიანის შეუნელებელი ზრდაა სულიერი და ინტელექტუალური თვალსაზრისით ვიდრე იგი, როგორც ხატი ღვთისა, სრულყოფას მიაღწევდეს. პავლე მოციქული განახლების პროცესს ასე წარმოგვიდგენს: შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავსა თჳსთა, უკუეთუ ვისმე ჰქონდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მოგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (). შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდ...