მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:8

7. რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.8. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.9. ნუ უტყუით ერთი-ერთსა, განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ
კოლასელთა მიმართ თავი 3
8. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხოვნდებოდეთ მათ შინა. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე რისხვაჲ, გულისწყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ; უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა; ნუ უტყუვით ერთი-ერთსა (3,7-9).:

თარგმანი: მხოლოდ ქებისათჳს ოდენ ეტყჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს, ოდესმე მათ შინა ცხორებასა; რამეთუ ესე ამიერ ცხად არს, ვითარმედ: არათუმცა ჯერეთ მათვე შინა ყოფილ იყვნეს, არამცა საჴმარ ქმნილ იყო თქუმად, ვითარმედ: "განიშორეთ", რამეთუ მის თანა მყოფსა ოდენ და არა განშორებულსაცა რასმე უჴმდის ვისმე განშორებაჲ აწ უკუე, ამათ ვნებათა განშორებასა შინა საძიებელ არს, თუ რაჲ არს უშუერებაჲ სიტყჳსაჲ; გინათუ ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ბილწმეტყუელებაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ უძნავს შებილწებაჲ ენისა, დიდებისმეტყუელებისათჳს ღმრთისა დამბადებელისა, აღმოთქუმითა ბილწთა არაწმიდებისა სიტყუათაჲთა.

საუბარი 4. „და თქუა ღმერთმან: იქმენინ სამყაროჲ შორის წყალთა" (დაბ 1:6)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
8. ვნებათა მოკვდინება და სულის ნაყოფი:

...ბა დიდი კადნიერება მოგვცეს, ან სასჯელი მოგვიტანოს. ეს რომ გონებაში გვქონდეს, ვნებებს ვძლევთ, ხორცის აღძვრას ავღვირავებთ და, ნეტარი პავლეს სიტყვით, „მოვაკუდინებთ ასოთა ჩვენთა ქუეყანასა ზედა: სიძვასა, არა-წმიდებასა, ვნებასა, გულისთქმასა ბოროტსა" (), „რისხვასა" (), ანგარებას, დიდებისმოყვარეობას, სიძულვილს. თუ ჩვენ თავს ამ ვნებათათვის მკვდრად ვაქცევთ ისე, რომ ჩვენში მოქმედება ვეღარ შეძლონ, მაშინ სულის ნაყოფს მოვიმკით, რომელიც არის: „სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ" (გალ 5:22–23). ამაში უნდა მდგომარეობდეს ქრისტიანის განსხვავება ურწმუნოსგან; ეს უნდა იყოს ჩვენი განმასხვავებელი ნიშნები, რომ არა მხოლოდ სახელით ვიწოდებოდეთ და გარეგნობით არ ვცუდმედიდობდეთ, პირიქით, თუნდაც ყველა ჩამოთვლილი (სულის) ნაყოფი მოგვეპოვებოდეს, მაშინაც არ ვამაყობდეთ, არამედ კიდევ უფრო ვმდაბლობდეთ. „ოდეს ჰყოთ ბრძანებული თქუენდა", – ამბობს (ქრისტე), – „თქუთ, ვითარმედ: მონანი ვართ უჴმარნი" (). თუ ასე ვიზრუნებთ ჩვენი ცხონებისთვის, მაშინ შეგვიძლია უდიდესი სარგებელი მოვუტანოთ თავს, მომავალ...

სრულად ნახვა