თარგმანი: მხოლოდ ქებისათჳს ოდენ ეტყჳს, ვითარცა გარდასრულისათჳს, ოდესმე მათ შინა ცხორებასა; რამეთუ ესე ამიერ ცხად არს, ვითარმედ: არათუმცა ჯერეთ მათვე შინა ყოფილ იყვნეს, არამცა საჴმარ ქმნილ იყო თქუმად, ვითარმედ: "განიშორეთ", რამეთუ მის თანა მყოფსა ოდენ და არა განშორებულსაცა რასმე უჴმდის ვისმე განშორებაჲ აწ უკუე, ამათ ვნებათა განშორებასა შინა საძიებელ არს, თუ რაჲ არს უშუერებაჲ სიტყჳსაჲ; გინათუ ესრეთ ეტყჳს, ვითარ-იგი უსაკუთრეს არს, ვითარმედ: ბილწმეტყუელებაჲ პირისაგან თქუენისა; რამეთუ უძნავს შებილწებაჲ ენისა, დიდებისმეტყუელებისათჳს ღმრთისა დამბადებელისა, აღმოთქუმითა ბილწთა არაწმიდებისა სიტყუათაჲთა.
კოლასელთა მიმართ 3:7
6. რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,7. რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.8. ხოლო აწ განიშორეთ თქუენცა ყოველივე: რისხვაჲ, გულის წყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ, უშუერი სიტყუაჲ პირისაგან თქუენისა.
კოლასელთა მიმართ თავი 3