მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:6

5. მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არა-წმიდებაჲ, ვნებაჲ, გულის თქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთ-მსახურებაჲ,6. რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,7. რომელთა-იგი შინა თქუენცა სადმე იქცეოდეთ, ოდეს-იგი სცხონდებოდეთ მათ შინა.
კოლასელთა მიმართ თავი 3
6. რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა,
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: მოაკუდინენით უკუე ასონი თქუენნი ქუეყანასა ზედა: სიძვაჲ, არაწმიდებაჲ, ვნებაჲ, გულისთქუმაჲ ბოროტი და ანგაჰრებაჲ, რომელ არს კერპთმსახურებაჲ, რომელთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ ნაშობთა მათ ზედა ურჩებისათა (3,5-6).:

თარგმანი: პირველი იგი მოკუდომაჲ ნათლისღებისა მიერ მოგუემადლების ქრისტესგან, მოტევებითა პირველ ქმნულთა ცოდვათაჲთა, ხოლო შემდგომად ნათლისღებისა ჩუენ ვართ უფალ მეორისა ამის მოკუდინებისა, რაჲთა მოვაკუდინნეთ ჴორცნი ჩუენნი უქმ-ყოფითა ცოდვისა მიმართ. გარნა ესე ცხად არს, ვითარმედ, ვითარ-იგი სხუასა ადგილსა, ცოდვასა ჴორც ცოდვისა, ეგრეთვე აქა ვნებათა მწყობრსა ასო ქუეყანისა უწოდს მოციქული, რამეთუ ცოდვაჲ ჴორცთა მიერ ქუეყანასა ზედა იქმნების, და ესენი არიან ასო ცოდვისა: პირველად სიძვაჲ, რომელი-იგი თანა-შემწეობითა ჴორცთა აღძრვისაჲთა მიიღებს უპირატესობასა უმძლავრესობისათჳს და უბილწესობისა. ხოლო მეორე — არაწმიდებაჲ, რომელი-ესე ზოგადი სახელი არს ყოველთაჲ, რომელნი განჴუებულ გუყოფდენ ჩუენ სიწმიდისაგან. ამათ შეუდგს ვნებაჲ, რომელ არს მიმყოვრებული წურთაჲ ბოროტისა გულისსიტყჳსაჲ. და დასასრულსა უთქუამს გულისთქუმაჲ ბოროტი — ძირი იგი და აღმომაცენებელი ყოველთა ბოროტთაჲ და თჳთ ანგაჰრებისაჲცა, რომელსა სახელ-სდებს კერპთმსახურებად. ესრეთ ზოგად ამათ ყოველთათჳს მოიწევის რისხვაჲ ღმრთისაჲ მათ ზედა, რომელნი-იგი საქმით მორჩილებისა მიერ მოგებულისა წილ შვილებისა ღმრთისა —...

სრულად ნახვა

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის