თარგმანი: ვითარცა ჩჩჳლთა, ეტყჳს მათ და წინა-დაუდებს სასყიდელსა მორჩილებისასა და პატიჟსა ურჩებისასა, და ორსავე ამას — ორსახედ; რამეთუ არა ხოლო საუკუნოსა მას მკჳდრობასა, არამედ საწუთროსაცა ამას მწირობასა მრავალგზის მიეცის კაცსა თუალუხუავი მისაგებელი საქმეთაებრი. ხოლო თუალუხუაობასა ესრეთ იტყჳს, ვითარმედ: უკუეთუ შენ მონამან გლახაკმან ორგულებით რაჲმე ანუ მდიდარსა მას უფალსა შენსა არა თუალ-გახუნეს სიგლახაკისათჳს, არცა შეგიწყალოს, არამედ ჯეროვანი პატიჟი მიგჴადოს, და კუალად, უკუეთუ ქრისტიანემან მონამან შეურაცხ-ყოს უფალი თჳსი წარმართობისათჳს, არცა მას თუალ-ახუამს ღმერთი ქრისტიანობისათჳს, არამედ თუალუხუავად მიჰჴდის პატიჟსა წარმართისა მის უფლისა თჳსისა შეურაცხ-ყოფისასა.
კოლასელთა მიმართ 3:24
23. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.24. უწყოდეთ, რამეთუ უფლისა მიერ მოიღოთ მოსაგებელი მკჳდრობისა მის თქუენისაჲ, რამეთუ უფალსა ქრისტესა ჰმონებთ.25. ხოლო რომელი-იგი მავნებელ იყოს, მოეგოს რაჲცა-იგი ავნო, და არა არს თუალთ-ხუმა.
კოლასელთა მიმართ თავი 3