თარგმანი: მონება რაჲ ჰრქუა, ნუგეშინის-ცემაჲ დაჰრთო ჴორციელთა უფალთა სახელის-დებითა; ესე იგი არს, ვითარმედ: უფალნი ეგე თქუენნი ჴორცთა ხოლო თქუენთა არიან უფალ; ვინაჲცა თქუენ შეუცვალებელად გაქუს ქრისტეს მიერი აზნაურებაჲ სულთა თქუენთაჲ, მხოლოდ ოდენ საქმესა მას ჴორციელისა მონებისასა ნუ კაცთა საჩუენებელად მაშინ ოდენ იქმთ, რაჟამს უფალნი თქუენნი ზედა-გხედვიდენ, არამედ ყოვლისავე მხედველთა თუალთა ღმრთისათა განეკრძალენით, რაჲთა არა მიგჴადოს პატიჟი ორგულებისაჲ. ესრეთ იოტებს მათგან არა ხოლო ორგულებასა, არამედ უქმებასაცა, რაჟამს უფლისა ყოველთაჲსა მსახურებად უწოდა საქმესა მათსა.
კოლასელთა მიმართ 3:22
21. მამანი ნუ განარისხებთ შვილთა თქუენთა, რაჲთა არა ეურვოდინ.22. მონანი ერჩდით ყოვლითავე ჴორციელთა უფალთა თქუენთა, ნუ ხოლო თუალთა წინაშე თუალ-ღებით, ვითარცა კაცთ მოთნენი, არამედ მარტივობითა გულისაჲთა გეშინოდენ ღმრთისა.23. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით, გულითად იქმოდეთ ვითარცა უფლისასა, და ნუ ვითარცა კაცთასა.
კოლასელთა მიმართ თავი 3