მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:16

15. და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით.16. და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა;17. და ყოველსავე, რასაცა იქმოდით სიტყჳთ გინა თუ საქმით, ყოველსავე სახელითა უფლისა იესუჲსითა ჰმადლობდით ღმერთსა და მამასა მის მიერ.
კოლასელთა მიმართ თავი 3
16. და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა; ასწავებდით და ჰმოძღურიდით თავთა თქუენთა ფსალმუნითა და გალობითა და შესხმითა სულიერითა, მადლითურთ უგალობდით გულთა შინა თქუენთა უფალსა;
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და სიტყუაჲ იგი ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ თქუენ თანა მდიდრად ყოვლითა სიბრძნითა (3,16).:

თარგმანი: სიტყუად ქრისტესა უწოდს წურთასა წმიდათა წერილთასა, რომელთა ჩუენ თანა ქონებასა არა ჟამერთ, არამედ სამარადისოდ გუამცნებს, რაჲთა ყოვლითურთ დაამკჳდრნეს იგი ჩუენ შორის, არა კნინად რაჲმე, არამედ უხუებით; არცა უგუნურად შეკადრებით, არამედ სიბრძნით და გონიერებით, რაჲთა გულისჴმის-ყოფით კითხვაჲ მათი განმიღებდეს ჩუენ კარსა, ზედამიწევნით მეცნიერ ყოფად მცნებათა და მოძღურებათა უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესთა. ხოლო ამას რაჲ პავლე სოფლიოთა კაცთა მიუწერდეს, და რომელთა შვილ და ცოლ ესხნეს, მათგან სამარადისოდ და მკჳდრად მათ შორის ქონებასა ქრისტეს სიტყჳსასა ეძიებდეს, იხილონ ესე უქორწინებელთა და სოფლით განშორებულთა, და ნუმცა რაჲთ სხჳთა განჰკუეთენ მათ შორის წურთასა საღმრთოთა სიტყუათასა.

თარგმანებაჲ იოანეს სახარებისაჲ თავი იზ
წმინდა იოანე ოქროპირი
სწავლაჲ იზ ვითარმედ ჯერ-არს, რაჲთა სიტყუანი სარწმუნოებისანი კეთილად ვიცნოდით:

...ცა მათთა ვერ წინააღუდგებოდით? არა გესმისა მოციქულისაჲ, რასა იტყჳს, ვითარმედ: „მზა იყვენით სიტყჳს-მიგებად ყოველთა, რომელნი ეძიებდენ თქუენგან სიტყუასა სასოებისათჳს თქუენისა“? და კუალად იტყჳს, ვითარმედ: „სიტყუაჲ ქრისტესი დამკჳდრებულ იყავნ მდიდრად თქუენ შორის“. არამედ რასა იტყჳან უგუნურნი, ვითარმედ: წერილ არს, ვითარმედ: „სული წრფელი კურთხეულ არს“, და „რომელი ვიდოდის სიწრფოებით, ვალს იგი სასოებით“? რამეთუ ესე არს ყოველთა ბოროტთა მიზეზი, რომელ წამებასაცა წერილთასა არა კეთილსა ზედა იჴმარებენ მრავალნი, რამეთუ არა თუ უსწავლელთა და უგუნურთა აკურთხევს წერილი, არამედ მას, რომლისა თანა უკეთურებაჲ არა იყოს. თუ არა, უკუეთუმცა ესრეთ იყო, ვითარ იგინი იტყჳან, ამაო იყომცა სიტყუაჲ იგი, რომელი იტყჳს: „იყვენით ბრძენ, ვითარცა გუელნი, და უმანკო, ვითარცა ტრედნი“. ხოლო ჩუენ, რომელთა არცა ერთი რაჲ კეთილი წარგჳმართებია, ვითარ ვთქუათ ესე სიტყუაჲ, თუ წრფელნი ვართ, რომელნი-ესე უუბადრუკეს ვართ ყოველთასა, მაბრალობელ ურთიერთას და ბრალთა ჩუენთა არა განმამართ...

სრულად ნახვა