მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

კოლასელთა მიმართ 3:14

13. თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.14. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ,15. და მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა-იგი ჩინებულ ხართ ერთითა ჴორცითა, და მადლის მიმცემელ იყვენით.
კოლასელთა მიმართ თავი 3
14. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ,
თავი თ̂. მცნებაჲ განწმედისათჳს და სიწმიდისა, კაცთმოყუარებისა, ღმრთისმოყუარებისა, სწავლისმოყუარებისა, ფსალმუნებისა და ღმრთისა სათნოდ ქცევისათჳს სადიდებელად მისსა
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: წმინდა ეფრემ მცირე
რედ: Titus
მოციქულისაჲ: და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (3,14).:

თარგმანი: ვინაჲთგან მიუტევის კაცმან მოყუასსა ბრალი, ხოლო შეიყუაროს არა, ამისთჳს სიყუარულითა განამტკიცებს ძჳრუჴსენებელობასა, რამეთუ თჳნიერ სიყუარულისა ვერ მტკიცე არს მიტევებაჲ იგი, რამეთუ სიძულილი კუალად-აგებს ძჳრისჴსენებასა, ხოლო სიყუარული სრულ-ჰყოფს ძჳრუჴსენებელობასა და შემოიღებს ყოველთა კეთილთა უხუებასა.

სააღდგომო ეპისტოლე 1996 წელი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმიდესი და უნეტარესი ილია II

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს

მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ; შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი, აბა მოიქეცით და იცოცხლეთ ()

ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიის სამოციქუღო მართლმადიდებელი ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო: ესევდით მას ყოველი კრებული ერისაჲ. განჰფინენით მის წინაშე გულნი თქუენნი, რამეთუ ღმერთი მწე თქუენდა არს ().

ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე...

სრულად ნახვა
ფსალმუნი 115-ის განმარტება
წმინდა იოანე ოქროპირი
მთ: Sasoeba.ge
რედ: Sasoeba.ge
5. ღვთის მონება და ქების მსხვერპლი:

...გახია, რომ ისინი უვარგისნიც გამხდარიყვნენ. აქ ბორკილებს ჭირს, გამოცდებსა და საფრთხეებს უწოდებს.

რადგან არსებობს კარგი საკვრელიც, რომლის შემჭიდროებაც უმჯობესია, როგორც მაშინ ამბობს: „და ამას ყოველსა ზედა სიყუარული“ (); და: „რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ“ (). არსებობს ამის საწინააღმდეგო საკვრელიც, როგორც მაშინ ამბობს: „საბლითა ცოდვისა თჳსისათა კაცად-კაცადი შეიკრვის“ (). ამაზე ქრისტეც მიგვანიშნებდა, როცა ამბობდა: „ხოლო ესე ასული აბრაჰამისი იყო, რომელი შეეკრა ეშმაკსა, აჰა ესერა ათრვამეტი წელი არს; არა ჯერ-იყოა განჴსნად საკრველთაგან მისთა“ ()? და ესაიაც ქრისტეს შესახებ ამბობს: „მიგეც შენ აღთქუმად წარმართთა“ (), შეკრულთ რომ ეუბნება: „საკრველთშინანი გამოვედით“ ()....

სრულად ნახვა