თარგმანი: იხილე და გულისჴმა-ყავ სიტყუაჲ ესე მოციქულისაჲ, თანა-შეტყუებითა სიტყუასა მას უფლისასა, ვითარმედ: "რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მითვე მოგეწყოს თქუენ" (); რამეთუ რასაცა ზედა თავს-ვიდვათ მოყუასი, და რაჲცა რაჲ მიუტეოთ მას, ყოველივე ესე თავთა ჩუენთათჳს დაგჳუნჯებიეს, რაჲთა ნაცვალად მოვიღოთ თავს-დებაჲ და მოტევებაჲ ღმრთისა მიერ და კაცთაცა.
კოლასელთა მიმართ 3:13
12. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ,13. თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.14. და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელ-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ,
კოლასელთა მიმართ თავი 3