თარგმანი: ვითარცა უშუერ არს კაცი განშიშულებული სამოსლისაგან, ეგრეთვე - განშიშულებული სათნოებისაგან. ამისთჳს აწ მოჴსენებულითა ამით თითოფერებითა საქუსალთაჲთა მოქსოილ ყო მოციქულმან სამოსელი სულთა ჩუენთაჲ, და გუამცნებს, რაჲთა ესრეთ განუშორებელად ვიპყრნეთ ესენი, ვითარცა სამოსელი — გუამისაგან.
კოლასელთა მიმართ 3:12
11. სადა-იგი არა არს წარმართ და ჰურია, წინადაცუეთილება და წინადაუცუეთილება, ბარბაროზ, სკჳთელ, მონება, აზნაურება, არამედ ყოვლად ყოველსა შინა ქრისტე.12. შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშჳდე, სულგრძელებაჲ,13. თავს-იდებდით ურთიერთას და მიჰმადლებდით თავთა თჳსთა, უკუეთუ ვისმე აქუნდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა-იგი ქრისტემან მიგმადლა თქუენ, ეგრეთცა თქუენ მიჰმადლეთ მათ.
კოლასელთა მიმართ თავი 3