მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ქება ქებათაჲ 8:6

5. ასულნი და დედოფალნი ეტყჳან: ვინ არს ისი აღმომავალი უდაბნოთ? დავამტკიცოთ იგი სიყვარულსა მისსა ზედა; ვაშლსა ქუეშე განგაღჳძე შენ. მუნ ელმოდა შენთჳს დედასა შენსა, მუნ ელმოდა მშობელსა შენსა. დამდვეს მე, ვითარცა საბეჭდავი გულსა ზედა შენსა, ვითარცა საბეჭდავი, მკლავსა ზედა შენსა,6. რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ.7. წყალსა მრავალსა ვერ ძალ-უც დაშრეტა სიყვარულისა. მდინარენი ვერ წარღუნიან მას, უკუეთუ მისცეს კაცმან ყოველი ცხორებაჲ თჳსი სიყვარულსა, შეურაცხ-ყონ იგი შეურაცხებით
ქება ქებათაჲ თავი 8
6. რამეთუ მტკიცე არს, ვითარცა სიკუდილი, სიყვარული. ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური; გარემოჲს მისსა კლდე, გარემოჲს მისსა კლდე ცეცხლისაჲ, ცეცხლისა ალთა მისთაჲ.

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

საუბარი 32. „და გამოუჩნდა უფალი აბრამს" (დაბ 12:7)
წმინდა იოანე ოქროპირი
რედ: Sasoeba.ge
4. აბრაამის შიში და სარასადმი თხოვნა (12:11-13):

...ამგვარი მდგომარეობისა; ამის შესახებ ისმინე, რას ამბობს სოლომონი: „რამეთუ სავსე არს შურითა და გულისწყრომითა ქმარი მისი; არა ერიდოს დღესა სასჯელისასა. ვერ გამოიჴსნეს რავდენითავე საჴმრითა მტერობისა მისგან, არცა დასცხრების მრავლითა ძღუნითა" (იგავ 6:34–35); და კიდევ: „ფიცხელ არს, ვითარცა ჯოჯოხეთი, შური" ().

5. მართლის კეთილგონიერება და სარას კეთილზნეობა (12:11-13)

ჩვენ ვხედავთ, როგორ ბევრი ამგვარ მდგომარეობაში ისეთ გააფთრებამდე მიდიოდა, რომ არამხოლოდ ცოლებს არ ინდობდა, არამედ ხშირად შემაცდუნებელთან ერთად თავსაც კლავდა. ასეთია ამ ვნების მძვინვარება და ისე მოუთოკავია ეჭვიანობა, რომ საკუთარი სიცოცხლის უგულებელყოფამდე მიიყვანს მას, ვინც ამ ვნებამ ერთხელ წაიტაცა. მაშ, ამიდან შეიძლება მართლის მამაცობის შეცნობა; ხოლო მისი დიდი კეთილგონიერება იმაში ჩანს, რომ ასეთ გაჭირვებულ მდგომარეობაში და თითქოს მახეებით გახლართულმა, იპოვა საშუალება, რომ ბოროტება მაინც ნაკლები ყოფილიყო. მართლაც, თუ ეტყოდა, რომ ის მისი ცოლი იყო, თუ ამის ნაცვლად არ დაარქმევინებდა დად, მაშინ ცოლსაც წაართმევდნენ მართალს სილამაზის გამო, რომელიც თავშეუკავებელ ეგვიპტელებს წაიტაცებდა, და მართალსაც მოკლავდნენ, რომ მათი ურჯულოების მამხილებელი არ ყოფილიყო. მაშ, რადგან ორი ე...

სრულად ნახვა