ქება ქებათაჲ 5:1
1. შევედ მტილსა ჩემსა, დაო ჩემო, სძალო! მოვისთულე მური ჩემი ნელსაცხებელით ჩემითურთ, ვჭამე პური ჩემი თაფლითა ჩემითა. ვსუ ღჳნოჲ ჩემი სძითა ჩემითა. ჭამეთ, მოყუასნო ჩემნო, და სუთ, დაითრვენით, ძმისწულნო ჩემნო.2. მე მძინავს, და გული ჩემი მღჳძარე არს. სძალი მოვიდეს სიძისა მიმართ და ირეკდეს კარსა: ჴმაჲ ძმისწულისა ჩემისა ჰრეკს კარსა. სიძე უჴმობს სძალსა: განაღე, დაო ჩემო, მახლობელო ჩემო, ტრედო ჩემო, სძალო ჩემო, რამეთუ თავი ჩემი აღივსო ცუარითა, და თმანი ჩემნი - ცუართაგან ღამისათა.
ქება ქებათაჲ თავი 5