ივდითისა 9:17
16. რამეთუ სიმრავლითა არა არს ძალი შენი და სიმტკიცე შენი, არცა მოცემანი შენნი განაძლიერებენ, რამეთუ მდაბალთა ხარი ღმერთი, მოკლებულთა ხარ შემწე და ჴელისამპყრობელი უძლურთა, განწირულთა მფარველი, უსასოთა უსუსურთა ცხორებაჲ, მამა ობოლთა.17. ჰე, უფალო მამისა ჩემისა სჳმეონისაო და ღმერთო სამკჳდრებლისა ისრაჱლისაო, უფალო ცათა და ქუეყანისაო, დამბადებელო ზღუათა და ყოველთა წყალთაო, მეუფეო ყოველთა ქმნულთა შენთაო,18. შეისმინე ვედრებაჲ მჴევლისა შენისა და მოეც ზაკვა და ცთუნება წყლულებად მტერთა და საგვემელად მათდა, რომელნი-იგი შენისა სჯულისა მტერნი არიან და სახლისა სიწმიდისა შენისანი და თხემისა სიონისანი.
ივდითისა თავი 9