ივდითისა 7:1
1. ხვალისაგან უბრძანა ჰოლომფორე ყოველსა ერსა მისსა და ყოველსა ახოვანსა, რომელნი მოსრულ იყუნეს შემწედ მისა აღსლვად ბეტულად და შეპყრობად აღსავალსა მთათასა და ბრძოლად ძეთა ისრაჱლისათა.2. და აღჭურა ყოველი კაცი ძლიერი მას დღესა შინა და ძალი მათი კაცთა ძლიერთა მბრძოლთა მკჳრცხლი ასსამოცდაათი ათასი და მჴედართა ოცდაორი ათასი თჳნიერ ჭურჭლისა მათისა და კაცთა მათ მკჳრცხლთა, რომელნი იყენეს მათ შორის თანამავალი სიმრავლე ფრიად.
ივდითისა თავი 7