ივდითისა 6:7
6. და დაეცე წყლულებითა მათ თანა, რაჟამს მოვაქციო და კუალად მოგაგონ შენ მონათა ჩემთა მას დღესა შინა მთად კერძო. და დაგდვან შენ ერთსა ქალაქთაგანსა აღსავალთასა და არა წარსწყმდე მუნამდე, ვიდრემდე მოისპო მათ თანა. და უკუეთუ ესავ გულითა შენითა, ვითარმედ ვერ დავიპყრნე, ნუ შეწუხნებინ პირი შენი. ვიტყოდე და არა დავარდენ სიტყუანი ესე ჩემნი.7. და უბრძანა ჰოლომფორე მონათა თჳსთა, რომელ დგეს წინაშე კარავთა მისთა, შეპყრობა აქიორისი და მოყვანებად და მიცემად ბეტულად ჴელთა ძეთა ისრაჱლისათა.8. და შეიპყრეს იგი მონათა მისთა და განიყვანეს იგი გარეშე ბანაკსა მათსა ველად და წარიყვანეს იგი მიერ ველით მთად კერძო და მოვიდეს წყაროებსა მას ზედა, რომელ არიან ქვე კერძო ბედულოასა. და ვითარცა იხილნეს იგინი კაცთა მის ქალაქისათა თხემსა მის მთისასა, აღიღეს საჭურველი მათი და გამოვიდეს გარეშე ქალაქსა თავსა მთისასა. და ყოველმან კაცმან მეშურდულემან დაიპყრეს აღსავალი მათი და ესროდეს ქვითა მათ ზედა.
ივდითისა თავი 6