მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ივდითისა 2:5

4. რამეთუ მათ განარჩივნეს მოწყუედად ყოველი ჴორციელი, რომელნი არა ერჩდეს სიტყუათა პირისა მისისათა. და მოუწოდა ნაბუქოდონოსორ, მეფემან ასურასტანისამან, ჰოლომფორეს, ერისთავსა ძლიერებისა მისისასა, რომელი იყო შემდგომი მისი. ჰრქუა მას; ამას იტყჳს მეფე, უფალი ყოვლისა აჰა ესერა, შენ განხჳდე პირისაგან ჩემისა და განიყვანნე კაცნი მოსავნი ძალისა მათისანი და მკჳრცხლთა ასოც ათასი და სიმრავლე ჰუნეთა და მჴედართა ათორმეტი ბევრი.5. და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.6. ხოლო რომელნი არა გერჩდენ, ნუ ერიდებინ თუალი შენი მიცემად იგინი სიკუდილსა და აღჭრასა ყოვლისა ქუეყანისასა, რამეთუ ცხოველ ვარ მე და ძალი სუფევისა ჩემისა ვითარცა ვიტყოდე, ეგრეცა ვყო ესე ყოველი ჴელითა ჩემითა და შენ არა რასა გარდაჴდე ერთსაცა სიტყუასა უფლისა შენისასა, არამედ აღსრულებით აღასრულნე, ვითარცა გიბრძანე შენ, და ნუ ჰყოვნი ყოფად მისა.
ივდითისა თავი 2
5. და განვედ შენ წყობად ყოვლისა ქუეყანისა მზისა დასავალისასა, რამეთუ ურჩ ექმნეს სიტყუათა პირისა ჩემისათა და უთხრა მათ, რათა განმიმზადონ მე ქუეყანა და წყალი, რამეთუ განვალ გულისწყრომითა ჩემითა მათ ზედა და დავფარო პირი ყოვლისა ქუეყანისა ფერჴითა ერისა ჩემისათა და მივსცნე იგინი დასაჭრელად მათა, წყლულებითა მათითა აღივსნენ ღელენი მათნი და ყოველი ჴევნები და მდინარენი წარღუნიდენ მკუდართა მათთა. და აღივსნენ იგინი და წარმოვიღო ტყუჱ მათი კიდითა ქუეყანისათა, ხოლო შენ განვედ და წინაწარ დამიპყრენ ყოველნი საზღვარნი მათნი და დამიმარხენ იგინი დღედმდე მხილებისა მათისა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის