ივდითისა 16:30
29. და იგლოვდა მას ზედა ყოველი სახლი ისრაჱლისა შჳდ დღე და განუყო მონაგები თჳსი სიცოცხლესავე თჳსსა ნათესავთა მანასესთა, ქმრისა თჳსისათა, და ყოველთა მახლობელთა თჳსთა.30. და არავინ იყო შემაწუხებელ ძეთაგან ისრაჱლისათა ყოველთა დღეთა ივდითისათა და არცა შემდგომად სიკუდილისა მისისა მრავალ დღე.31. ხოლო ესე ძლევისა დღე დღესასწაულად დაიდვა ურიათა შორის და რიცხუთა წმიდათასა შინა აღწერილ არს ურიათაგან დამარხვით ვიდრე დღეინდელად დღემდე.
ივდითისა თავი 16