მონიშნეთ წიგნი
თავი
თარგმანი

ივდითისა 14:4

3. და აღიღონ საჭურველი თჳსი და მივიდოდიან ბანაკად მათა და აღადგინებდენ ერისთავთა ძლიერებისა ასურთასა და მირბიოდიან კარავად ჰოლომფორესა და არა პოვონ იგი.4. და დაეცეს მათ ზედა შიში დიდი და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა.5. და შეუდეგით თქუენ და ყოველნი მკჳდრნი ყოველთა საზღვართა ისრაჱლისათანი და დარეცენით იგინი გზათა ზედა მათთა. და ვიდრე ყოფადმდე ამისა მომიწოდეთ მე აქიორს ამანიტელსა, რათა იხილოს და იცნას ესე, რომელმან შეურაცხ-ყო სახლი ისრაჱლისა და იგი ვითარცა სასიკუდინე მოავლინა ჩუენდა. და მოიყვანეს აქიორ სახლისაგან ოზიასა. და ვითარცა მოვიდა, იხილა თავი ჰოლომფორესი ჴელთა ერთისა კაცისათა შორის კრებულისა მის ერისა. დავარდა პირსა ზედა თჳსსა და დაითხია მიწასა ზედა სული მისი. და ვითარცა აღადგინეს იგი, შეუვრდა ფერჴთა ივდითისათა და თაყუანი-სცა პირსა წინაშე მისა და ჰრქვა მას: კურთხეულ ხარ შენ ყოველთა შორის საყოფელთა იოსებისათა, იუდასთა და ყოველთა შორის ნათესავთა ეფრემისათა, რამეთუ რომელთა ესმეს სახელი შენი, შეძრწუნდენ და სირცხჳლმან შეიპყრნეს იგინი, ხოლო აწ გჳთხარ, რაოდენი ჰყავ დღეთა ამათ შინა. და უთხრა მას ივდით შორის ერისა მის ყოველი, რა-იგი ქმნა, ვინათ დღითგან განვიდა და ვიდრე ეტყოდა სიტყუათა ამათ. და ვითარცა დასცხრა სიტყვათა მათგან, ღაღად-ყო ერმან ჴმითა დიდითა და ყვეს ჴმაჲ სიხარულისა ქალაქსა მათსა.
ივდითისა თავი 14
4. და დაეცეს მათ ზედა შიში დიდი და ივლტოდიან პირისაგან თქუენისა.

ლექსიკონში ვერ მოიძებნა ჩანაწერები აღნიშნული მუხლისთვის

განმარტებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის

მოხსენიებები ვერ მოიძებნა ამ მუხლისთვის